მთარგმნელი: ქეთევან ჩართოლანი
ოქროს ნივთებით გარშემორტყმული ფარაონები;
გამქრალი ცივილიზაციები;
გმირული თავგადასავლები შორეულ მიწებზე;
ბევრი დღესაც ფიქრობს, რომ არქეოლოგები რომანტიკული მოგზაურები არიან, რომლებიც ცხოვრებას პირამიდებისა და დამარხული ქალაქების თხრაში ატარებენ. თუმცა დღევანდელი არქეოლოგია გაცილებით მეტია, ვიდრე სახიფათო მოგზაურობა და თავბრუდამხვევი აღმოჩენები. ეს მეცნიერებაა, რომელსაც სურს, ამოიცნოს, როგორ ვითარდებოდა ადამიანის ქცევა 3 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
„წარსული ჩვენ გარშემოა. მისი განცდა და მისით ტკბობა ყველას შეუძლია… ასე რომ, როცა არქეოლოგიურ ძეგლს ეწვევით, თქვენს ფანტაზიას ფრთების გაშლის უფლება მიეცით“.
„არქეოლოგია — მოკლე ისტორია“ ორმოც თავს აერთიანებს. დაწერილია მოზარდებისათვის გასაგები ენით და საინტერესო იქნება უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც.