მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე
„გეტსბის“ ტრიუმფული სვლა დღესაც გრძელდება.
უკვე კლასიკად ქცეული ამ რომანის საიდუმლო ალბათ არა მხოლოდ ავტორის ოსტატობასა და პარადოქსულ მეტაფორებში იმალება,
არამედ იმ თავგანწირულ სულისკვეთებაში, რომლითაც დიდებული ახალგაზრდა კაცი, ჯეი გეტსბი, დაკარგული სიყვარულის დაბრუნებას და საკუთარი თავის ხელახლა შექმნას ცდილობს.
1920-იანი წლების ნიუ-იორკში ჩასული ახალგაზრდა იქაურობის მაცდუნებელ ატმოსფეროსთან სიახლოვესაც გრძნობს და გაუცხოებულობასაც.
მდიდრული წვეულებები ფეშენებელური გარეუბნის სასახლეში, რიტმ-ენდ-ბლუზისა და ბუტლეგერობის ეპოქა, ადამიანები, რომელთაც უსაგნო ყოფის დამთრგუნველი აუტანლობის გამო ჭეშმარიტი ფასულობები დავიწყებიათ – სწორედ ამ დროს მთხრობელის თვალწინ ვითარდება საკვირველად ჩამთრევი, ძველი სასიყვარულო ისტორიის ახალი, დეტექტივისმაგვარი დრამატურგია, რომელიც წიგნს ყველა ასაკის მკითხველისთვის, მოზარდით დაწყებული, ხანში შესულით დამთავრებული, სულმოუთქმელ საკითხავად აქცევს.