ჯეინს მთელი თავისი ცოდნა, ალღო და მოხერხებულობა დასჭირდა, რომ მიტოვებული ლეკვი გადაერჩინა. გოგონას არც სითბო დაუშურებია და არც სიყვარული, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ არის, რომ პატარა კექსი – როგორც მას სახელად შეარქვა – ადამიანებს როდისმე ისევ ენდობა. მოულოდნელად ჯეინი თვითონ ჩავარდება გასაჭირში და ერთადერთი, ვისაც დახმარება შეუძლია, პატარა კექსია.
ნეტავ, როგორ მოიქცევა ლეკვი?