რა უნდა ქნა, როცა ისედაც ბევრი და-ძმა გყავს, რომლებსაც ყველაფერი უნდა გაუყო, და გატყობინებენ, რომ მალე კიდევ ერთი შემოგემატებათ? ან, როცა შენს ყველაზე საყვარელ სათამაშოს კარგავ, რომლის გარეშე დაძინებაც კი არ შეგიძლია? როცა საუკეთესო მეგობარს ებუტები და მის გარეშე ვერავისთან თამაშობ ხალისით?
ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს და გულითად მადლობასაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან. მის ხალისიან ამბებს ამ ფერად წიგნში წაიკითხავ.