In the year 1984, the people of Oceania cannot do, say or think what they want. They must love Big Brother, the Party leader, and follow him. ‘Everything’s great in Oceania,’ the Party says, but Winston questions his life. George Orwell’s masterpiece of dystopian science-fiction warns us of the dangers of totalitarian governments.
ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად
ახალი სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით.
სერია დაეხმარება და ინგლისური ენის შესწავლას გაუმარტივებს ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით კი – სკოლის მოსწავლეებს, ვინაიდან სერიის კონცეფცია სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას – უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.
სერიით გამოცემულ ყველა წიგნში მოცემულია დამატებითი ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ. მრავალფეროვანი სავარჯიშოები მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს.
აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge.