წიგნი აერთიანებს 50-ზე მეტ ქართულ ზღაპარს.
ვინ აღარ იყო ქართულ ზღაპრებში: მოხერხებული ხუთკუნჭულა, შეუპოვარი გვრიტი, ბედისმაძებარი კაცი, ცბიერი მელია, ერთგული წიქარა, საწყალი კონკია, მატყუარა ბატონი, ზარმაცი ნაცარქექია… სად არ მოგზაურობენ, რა არ გადახდებათ თავს, ვის არ გადაეყრებიან; და ჩვენც, დიდი თუ პატარა მკითხველები, თვალს ვადევნებთ ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს, დავყვებით აღმა-დაღმა და გვჯერა, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს, ბოროტება კი დამარცხდება.