"კონსპექტები" მოკლედ და სრულფასოვნად აღწერს ყელ-ყურ-ცხვირისა და თავ-კისრის მიდამოს პათოლოგიების კლინიკურნიშნებს და გვთავაზობს მათი მკურნალობის თანამედროვე გზებს. წიგნში გადმოცემული მასალა ეყრდნობა როგორც ავტორების პირად გამოცდილებას, ისე საფრანგეთის წამყვანი კლინიკების პროტოკოლებსა და მეცნიერულ ხედვას.
წარმოდგენილი მასალა საინტერესო იქნება არა მარტო ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებისთვის, არამედ გადაუდებელი მედიცინის წარმომადგენლებისთვისაც. წიგნში აღწერილი მრავალი პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა მათ საშუალებას მისცემს, პაციენტს შეუნარჩუნონ არა მხოლოდ ორგანიძმის ფუნქციები, არამედ ზოგ შემთხვევაში სიცოცხლეც