ასაკი: 3+
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – იბუტება, ბუზღუნებს, წუწუნებს ან ეჭვიანობს თავის და-ძმებზე, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.