ცალწინდა ყვანჩალა ტყის ყველაზე ურჩი ბინადარია,
რომელიც ხშირად აბრაზებს თავის მეგობრებს – მათ სათამაშოებს
ითვისებს, იბუტება, ცუდად იქცევა, ცრუპენტელობს კიდეც,
მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და
მის გამოსწორებას თავდაუზოგავად ცდილობს.
შეცდომა ვის არ მოსვლია?! თუმცა, თუ ბოდიშს გულწრფელად
მოიხდი, პატიებასაც დაიმსახურებ.