აბა, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცნენ თავგადასავლების მოყვარული, გამომძიებელი ბავშვები, თუკი კლდოვან სანაპიროზე, უკაცრიელ კოშკში ყოველ ქარიშხლიან ღამეს იდუმალი სასიგნალო შუქი ინთება? არადა, ჯორჯმა, დიკმა, ჯულიენმა და ენიმ ერთმანეთს პირობა დაუდეს, რომ ამ არდადეგებზე მხოლოდ დაისვენებენ და შარში აღარ გაეხვევიან…
წაიკითხე ეს წიგნი და შეიტყობ, ხუთეული ისევ ძველებურ გამჭრიახობასა და გაბედულებას თუ გამოიჩენს. ალბათ დაგაინტერესებს, ვინ იყვნენ ძველი დროის მძარცველები, რომლებიც გემებს სანაპიროსკენ იტყუებდნენ, და არსებობს თუ არა მათი საიდუმლო ბილიკი; ბინადრობენ თუ არა კოშკში ცეცხლის დამნთები „აჩრდილები“ და რა საიდუმლოს მალავს ცხენი „კლოპერი“…