ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი – ცნობილი ხუთეული ახალი თავგადასავლის მონაწილე ხდება! მეგობრები ისევ კირინის კოტეჯში იკრიბებიან და საშობაო არდადეგებს ერთად ატარებენ, თუმცა ამჯერად არც ელიან, რომ რაიმე საინტერესო გადახდებათ თავს – ზამთრობით ხომ ზღვა მუდმივად აღელვებულია და კირინის კუნძულზე გამგზავრება ასეთ დროს ძალზე სახიფათოა