აი, ზაფხული დადგა და ცნობილ ხუთეულს ახალი თავსატეხი გაუჩნდა: სად გაატარონ არდადეგები ისე, რომ ერთადაც იყვნენ და კარგადაც გაერთონ. უეცრად გზაზე მოხეტიალე ცირკის ქარავანმა ჩაიარა და მისმა დანახვამ ჯორჯს შესანიშნავი აზრი შთააგონა – ცხენიანი ფურგონი ხომ არ დაიქირავონ და სამოგზაუროდ წავიდნენ?