„ფიქციები“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“. კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, „პიერ მენარი – „დონ კიხოტის“ ავტორი“, „ ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“, „ფუნესი – მეხსიერების რაინდი“ და სხვ. მიუხედავად ფორმატის სიმცირისა, ეს მოთხრობები მკითხველზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან სრულიად სცდება ლიტერატურის ტრადიციულ საზღვრებს და უზარმაზარი ქარბორბალის მსგავსად ერთი ხელის მოსმით გადაისვრის მკითხველს ფანტაზიისა და ფილოსოფიური განსჯის წარმოუდგენელ ორომტრიალში.