შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც ვეღარ აფერხებს.
მაქს ფრიშის ეს გამორჩეული რომანი მწარმოებელი, ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში „დაკარგული“ ადამიანის მიერ საკუთარი თავის პოვნის ამბავია.