რატომ შეიძლება შობამდე ერთი დღით ადრე დედა, ცოლი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდეს? რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას – მისი ხასიათი, ბედისწერა თუ საზოგადოება, რომელიც გამორჩეულ ინდივიდს უნებურად უპირისპირდება?„სულისშემძვრელი, ბრწყინვალე პროზა“, – ასე დაახასიათა „ბოსტონ გლობის“ მიმომხილველმა ამერიკელი სცენარისტისა და მწერლის, მარია სემპლის რამდენიმე ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი რომანი „სად წახვედი, ბერნადეტ?“, რომელიც უკვე ექვსი წელია, სხვადასხვა გამოცემის ბესტსელერთა სიებში ლიდერობს.