დიალექტებით თამაში, ენობრივი ექსპერიმენტების სიუხვე და სიუჟეტების მრავალფეროვნებაა ის მთავარი მახასიათებლები, რითაც აკა მორჩილაძე ყველასგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ ლიტერატურულ სამყაროს ქმნის. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი დამაჯერებელი თხრობის მანერით „აიძულებს“ მკითხველს, ყოველ ჯერზე დაეჭვების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს მთელი ქვეყნისა თუ ერთი კონკრეტული პიროვნების თავგადასავალი.
მოთხრობებს, რომლებიც ამ კრებულშია თავმოყრილი, ერთმანეთისგან განასხვავებს დაწერის თარიღიც, ფორმაც და სტილიც, რითაც ახალბედა მკითხველები უკეთ გაიცნობენ, ხოლო აკა მორჩილაძის ერთგული მკითხველები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან მის მრავალმხრივ გამორჩეულ პროზას