ადაპტაციის ავტორი და მთარგმნელი: რუსუდან გორგაძე
ციფრული სამყარო – ეს სერია აერთიანებს ისტ-ის სახელმძღვანელოებს, რომლებიც შექმნილია ისტ-ის სწავლების უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით.
> წიგნი შედგენილია ისტ-ის სწავლების ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით.
> შეესაბამება ეროვნულ სასწავლო მიზნებს.
> აერთიანებს სახალისო აქტივობებს, რომელთა პირობა დაწერილია მარტივი ენით და ახლავს ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები.
> აქტივობები მოსწავლეს უვითარებს თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს.
> თითოეული აქტივობა სრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვასა და მოსწავლეთა შეფასებას გაუადვილებს.