ზაზა ბურჭულაძის რომანი adibas 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომზე მოგვითხრობს. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არ არის არც ერთი საბრძოლო სცენა, ომი მაინც ამ რომანის მთავარი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟია სექსიც, რომელიც წიგნში ომის ერთგვარ სინონიმადაა წარმოდგენილი. ”დანარჩენ” პერსონაჟებს – რამდენიმე ახალგაზრდა კაცს და ქალს – თითქოს არ ეხებათ მათ გარშემო მიმდინარე პროცესები, მაგრამ ყველაფერი უკვე გაჟღენთილია ომით, რომელიც თბილისს უახლოვდება.