გრინკო ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, უბრალოდ თანატოლებზე მეტად აინტერესებს კოსმოსი და პლანეტებს ტელესკოპით აკვირდება. თუმცა, ვერასდროს წარმოიდგენს, რომ თავად შეიძლება ამოყოს თავი რომელიმე პლანეტაზე. არადა ზუსტად ასე მოხდება. ჯერ ორასსართულიანი სახლის ლიფტში აღმოჩნდება, შემდეგ კი სხვა დატყვევებულ დედამიწელებთან ერთად გამოკეტავენ.
ამ წიგნში, გრინკოს გარდა, გაიცნობთ პიას, მარიონს, ტულას, სურიენს, ფრიდას და სხვებს; გაიგებთ, ვინ ცხოვრობდა გაბრტყელებულ პლანეტაზე და საიდან მოვიდნენ ტუცები; რატომ იყო სულ ღამე ან სულ დღე. რაც მთავარია, შეიტყობთ, მოახერხა თუ არა გრინკომ ბოლოს და ბოლოს უკან დაბრუნება.