მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ილი ერთი პაწაწინა და უცნაური ქალაქია, რომელიც ისე შორსაა, რომ მის შესახებ თითქმის არავის არაფერი სმენია. ალბათ მხოლოდ მე, შენ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ვიცით. რაკი ქალაქი პატარაა, ხალხიც ცოტა ცხოვრობს: გრძელწვერა ბრძენი მოხუცი ტობიასი, დალაქი სორენსენი, მეძეხვე, ხაბაზი, რემო, ტომი, დეიდა სოფიე და ციცქნა კამომილა. ქალაქის სამ ყაჩაღს – კასპერს, იესპერსა და იონათანს, მართალია, ყაჩაღები ჰქვიათ, მაგრამ სხვა ყაჩაღებივით ბოროტები სულაც არ არიან. პოლიციის უფროსი ბასტიანი კი ძალიან კეთილია და ხალხის დაპატიმრება არ უყვარს.
ჰო, კიდევ, ილის მოქალაქეებს ერთი ტრამვაიც ჰყავთ, რომელსაც ძალიან მხიარული ვატმანი სივერსენი მართავს და მგზავრებს უგემრიელესი ორცხობილებით უმასპინძლდება. პატარა და უცნაურ ილის ქალაქში ამბებიც უცნაური ხდება. ამ მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნს თუ წაიკითხავ, ბევრს იხალისებ.