მთარგმნელი: გიორგი ლეკვეიშვილი
ამ მრავლისმომცველი წიგნის სათაურში დასმული კითხვა საუკუნეების განმავლობაში განსჯისაკენ უბიძგებდა მოაზროვნეებს. რა განსაზღვრავს სახელმწიფოთა სიმდიდრესა თუ სიღარიბეს? სად ვეძიოთ კეთილდღეობის გასაღები? როგორ იქმნება „ოლიგარქიის რკინის კანონი“, რაც ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას საბედისწეროდ აფერხებს?
დარონ აჯემოღლუსა და ჯეიმს რობინსონის თხუთმეტწლიანი კვლევა სახელმწიფოთა წარმატება-წარუმატებლობის საფუძვლებზე მოგვითხრობს. ავტორებმა სხვადასხვა საზოგადოებების ისტორიული გამოცდილების ანალიზით შეიმუშავეს პოლიტიკური ეკონომიკის ახალი თეორია. მათი თეორია რთულ და მრავალწახნაგოვან მიზეზებს განიხილავს, რომელთა გამოც მსოფლიოში ჯერაც არ წაშლილა ზღვარი შიმშილსა და სიუხვეს, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.
წიგნი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია; ის „ნიუ-იორკ ტაიმსისა“ და „უოლ სტრიტ ჯორნელის“ ბესტსელერია, ბევრმა გამოცემამ კი წლის საუკეთესო ნაშრომად აღიარა ეკონომიკის სფეროში, მათ შორის, „ფაინენშელ ტაიმსმა“ და „გოლდმან საქსმა“ (ერთობლივად), „ბლუმბერგმა“, „ვაშინგტონ პოსტმა“ და ა. შ.
დარონ აჯემოღლუ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ლონდონის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის, იორკის უნივერსიტეტისა და გალათასარაის ლიცეუმის პროფესორია. იგი იმ ათ მეცნიერს შორისაა, რომელთა ნაშრომებიდან ციტატებს ყველაზე ხშირად მოიხმობენ.
ჯეიმს რობინსონის სამოღვაწეო არეალი ჰარვარდის კენედის სკოლა, ბერკლი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მელბურნისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებია. ის შედარებითი ეკონომიკური ანალიზისა და გრძელვადიანი პოლიტიკური განვითარების სფეროს წამყვან სწავლულად არის აღიარებული.