„ეს წიგნი მოიცავს რჩეულ მონუმენტურ-დეკორატიულ მოზაიკებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში, 30 წლის განმავლობაში, მთელ საქართველოში სხვადასხვა საჯარო ადგილას შეიქმნა. ზოგი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ზოგი – უკვე განადგურებული; ბევრს დანგრევისა და გაქრობის საფრთხე ემუქრება… ამ წიგნის მიზანია, საკითხი გააცნოს ფართო საზოგადოებას, ნამუშევრები ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში წარმოადგინოს და მათი მნიშვნელობა და სილამაზე აჩვენოს, რაც, იმედია, მათ შენარჩუნებამდე და მოვლამდე მიგვიყვანს. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საბჭოთა საქართველოს ისტორიის ხელახალ გააზრებაში“. ნინი ფალავანდიშვილი