ტიბეტი პირველად 12 წლის წინ გამოქვეყნდა, როცა ტიბეტი ჩვენგან უფრო შორს იყო, ისევე, როგორც თავისუფლება, მაგრამ ამ წიგნისადმი ინტერესი ახლაც დიდია მკითხველებს შორის. პირველი გამოცემა ნათია აბრამიამ ტიბეტელების მეთოთხმეტე დალაი–ლამასაც კი აჩუქა, როცა ქართველი ჟურნალისტი თენზინ–გიათსოს დარამსალას რეზიდენციაში ესტუმრა და ეს წიგნი ტიბეტელების სულიერ ლიდერს თვითონვე წაუკითხა.