„ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის ყველაზე პოპულარული და სკანდალური რომანია. რადგან ავტორს დიდად არც უცდია, დაემალა, ვის გულისხმობდა მოქმედ პირებში, ბევრმა ამოიცნო თავისი თავი. ზოგიერთი მათგანის ჩივილის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წიგნის გაყიდვა დროებით შეჩერებულიც კი იყო ავსტრიაში, რამაც რომანს, ბუნებრივია, მეტი პოპულარობა მოუტანა.