ასაკი: 2-5 წელი
„ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასთან აქტიური ურთიერთობა – ერთად თამაში, საუბარი, წიგნის კითხვა სულ პატარა ასაკიდან… სამყაროს უკეთ შეცნობასა და აუცილებელი ემოციური კავშირის დამყარებაში ბავშვებს სწორედ თქვენი ჩართულობა ეხმარება. წიგნის ერთად კითხვა ურთიერთობის სასიამოვნო საშუალებაა; ამასთან, ის მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. წაუკითხეთ ეს წიგნი თქვენს პატარას, დაეხმარეთ, შეასრულოს წიგნში მოცემული ყველა მოქმედება და აღმოაჩენთ, რომ ბავშვს ბევრი მნიშვნელოვანი ფსიქიკური უნარი განუვითარდება, მათ შორის –მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის, კომუნიკაციისა თუ პრობლემის გადაჭრისა… გაატარეთ დრო თქვენს პატარასთან ერთად სახალისოდ და შინაარსიანად.“
ნატა მეფარიშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი