„ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადი“ ნომინირებული იყო ბუკერის პრემიაზე.
ოტესა მოშფეგი წარსულის ტყვე ადამიანის ცხოვრების ერთ წელიწადს აღწერს. ამბავი მსოფლიოსთვის გარდამტეხი მოვლენის კვალდაკვალ ვითარდება.
გამხდარი, ლამაზი, ქერა, მდიდარი გოგო ზამთრის ძილისთვის ემზადება.
აბები, კაფსულები, დივანი, ვიდეომაგნიტოფონი და 80-იანი წლების კინო მზადაა.
ყურებამდე გაკრეჭილი ვუპი გოლდბერგი გოგოს ხელს ჩასჭიდებს. ისინი ფანჯრის წინ დგებიან. მის მიღმა ვარდნა უნდა დაიწყოს. ცხოვრების გადატვირთვისთვის მსხვერპლი აუცილებელია.
ვარდნა იწყება, მაგრამ ეს სულ სხვა გოგოა. ფანჯარაც სხვაა და მიზეზიც. თუმცა, სწორედ, ეს ვარდნა იქცევა ზამთრის ძილისგან გამორკვევად.
ხსნა მხოლოდ მძლავრ შეჯახებაში, აფეთქებაში, სრულ განადგურებასა და ფერფლიდან აღდგენაშია.