„ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს…
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.
ასეთი წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური,
ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის“.