„სეროტონინის“ გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ მიშელ უელბეკი მერვე რომანით დაბრუნდა. ალბათ ესაა მწერლის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე ამბავი.
„გაცამტვერება“ პირველად 2022 წლის იანვარში გამოიცა.
წიგნში მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება:
2026 წელია. მომდევნო წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა მოქმედი პრეზიდენტი კენჭს ვეღარ იყრის. ორივე ვადა ამოწურულია.
პრეზიდენტი უნდა შეცვალოს მისთვის სანდო ადამიანმა, რომელიც სამომავლოდ, თანამდებობაზე დასაბრუნებლად პრობლემას არ შეუქმნის.
შინაურ პოლიტიკურ დაძაბულობას ერთვის ტერორისტული თავდასხმები. ასევე, ინტერნეტში ვრცელდება უცნაური ვიდეოები. მათ შორის ერთ-ერთი არის ყალბი, თუმცა შემაშფოთებელი. ეს ვიდეო საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თავის მოკვეთას ასახავს.
როდესაც სამყაროში ასეთი ქაოსი, ავადმყოფობა და სიკვდილია, ნუგეშად მხოლოდ ოჯახი, ახლობელი ადამიანების თანადგომა და სიყვარული რჩება.
„გაცამტვერება“ მიშელ უელბეკის ყველაზე მგრძნობიარე და მელანქოლიური რომანია. ის მკითხველს სიყვარულის შესაძლებლობაში დაარწმუნებს.