ადრიანი გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, თოჯინა სახელად ბრიჯიდა სამოგზაუროდ წავიდა. თოჯინამ მთელი მსოფლიო მოიარა: ლონდონი, პარიზი, ვენა, გადაიარა საჰარის უდაბნო და ინდოეთამდეც ჩავიდა, ჩინეთის დიდი კედელი დალაშქრა, საჰაერო ბურთით ჰიმალაის მთებს გადაუფრინა, ბოლოს კი აფრიკამდეც ჩააღწია.
ბრიჯიდას მოგზაურობა ბერლინში მდებარე სტეგლიცის პარკში ზუსტად ასი წლის წინ, 1923 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მწერალი ფრანც კაფკა გოგონა ელსის დაუმეგობრდა და ყველაზე დაუვიწყარი თავგადასავალი უსახსოვრა.
ეს სათამაშოს ისტორია ესპანელი საბავშვო მწერლის, ჯორდი სიერა ფაბრას ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებადაა მიჩნეული და მეგობრობის, თავისუფლების, სიკეთისა და თანაგრძნობის ჩინებულ მაგალითს წარმოადგენს.
მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი