მაისის ერთ ცხელ დღეს, ხატია საკუთარ თავთან დამარცხებას აღიარებს და ყველასთვის მოულოდნელად, სამშობლოში ბრუნდება. გოგონას ჩამოსვლას მხოლოდ მისი ძმა, დემნა ელის. ოჯახი, რომელიც ხატიას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვითა და მოშლილი კომუნიკაციით ხვდება, ახალგაზრდა გოგოს მშობლიური გარემოსადმი გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ეს გაუცხოება მას პირველი ცხოვრებისეული აღმოჩენებისთვისაც ამზადებს