ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჯალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც.