მთარგმნელი: ვალენტინა ტატიშვილი
შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი შერვუდის ტყის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. იქ ლეგენდარული რობინ ჰუდი ცხოვრობს, რომელიც თავის მეგობარ ჯონთან ერთად მდიდარ, გაზულუქებულ დიდგვაროვნებს ძარცვავს და ღარიბ, ჩაგრულ ხალხს მფარველობს, რითაც მათ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.
რობინ ჰუდი სათავეში უდგება „კანონგარეშე“ გამოცხადებულ ადამიანებს, რათა ინგლისში გამეფებულ საყოველთაო უსამართლობას შეებრძოლოს. როდესაც ნოთინგჰემის მხდალმა შერიფმა რობინის მამა მოკლა, უძლეველმა მშვილდოსანმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მისიის შესასრულებლად ის სანდომიან ქალიშვილ მერიენს, ასევე განდევნილ თანასოფლელებს შეეკვრება და მათთან ერთად იბრძვის ბოროტი შერიფის წინააღმდეგ.