12 წლის როსს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდეს – უბრალოდ, ნორმალური ბავშვი იყოს, მაგრამ უეცრად აღმოჩენილი იშვიათი დაავადება ამის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი იძულებულია, გაუმკლავდეს ერთბაშად თავსდატეხილ ყველა პრობლემას – უჩვეულო თერაპიას, მეგობრების დაკარგვასა და სკოლაში დაცინვასაც.
როცა როსს თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლება, სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ მუსიკასა და ნამდვილ მეგობრებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.