ლაშა ბუღაძის რომანი „საქართველოს სახელით“ 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოსიც. ის გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა.
ავტორის ბავშვობას ემთხვევა თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული საქმე და ქვეყნის „ინტელიგენციის“ არაერთგვაროვანი რეაქცია ამ ამბებზე;
რის შეეშინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სიკვდილმისჯილების შეწყალებას ხელმოწერებით ითხოვდა;
რა ხდებოდა ცენტრალური კომიტეტის მდივნის კაბინეტში 1989 წლის 9 აპრილის წინ;
რის გამო შეიძულეს ხმათა უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი – ბავშვის მოგონებების პარალელურად, ამ ეპოქის ბობოქარ, ტრაგიკულ, ხმაურიან თუ მიჩქმალულ მოვლენებს სხვა პერსონაჟების პერსპექტივიდანაც ვხედავთ.