მოიგე 15 სვლაში - ჭადრაკი ყველაზე დიდი თავგადასავალია, რაც კაცობრიობას გამოუგონებია, თქვენ წინაშე ამ სამყაროს უმცირესი ნაწილის ამბებია.
♟საჭადრაკო ლეგენდები და ხაფანგები“ ამ უძველესი თამაშის, ფილოსოფიის, თუ ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის დაიწერა. ავტორები მწერალი გურამ მეგრელიშვილი და მოჭადრაკე, ოსტატობის კანდიდატი, ლიცენზირებული მწვრთნელი თემურ დოდელია არიან. წიგნში მხატვრულადაა გაცოცხლებული ჭადრაკის სამყაროში ზეპირად თუ წერილობით მოარული ლეგენდები. ბევრი ამბავი სულაც ახალი ლეგენდაა, რომელიც თავის თავგადასავალს იმსახურებს, რადგან სრულებით შესაძლებელია მომხდარიყო კიდეც.
მიზანი, უპირველესად თამაშის მოყვარულთა
და არამოყვარულთა შორის ჭადრაკის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა.
საქართველოს ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიო ჭადრაკის რუკაზე, ამიტომ, ნიშანდობლივია, რომ ასეთი კონცეფციის წიგნი აქაც დაიბადა.
მკითხველის წინაშე ორ ნაწილიანი ტექსტია: პირველი ჭადრაკის ისტორიაში არსებულ ლეგენდებს და მოთამაშეებს ეთმობა, მეორე ნაწილში ყველაზე გავრცელებული საჭადრაკო ხაფანგებია, რაც განსაკუთრებულ ინტერესს მოზარდებში და არაპროფესიონალ მოთამაშეებში აღძრავს, ის მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და სახალისო გასართობია.
წიგნი განკუთვნილია ყველა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის