კავკასიური ველური ყვავილების ოქროსფერი თაფლი სრულიად სუფთა, ეკო პროდუქტია, რომელიც ნატურალურ პროცესებში ჩარევის გარეშე იქმნება უდაბნოს მეურნეობაში. მოპოვების განსაკუთრებული უნარის მქონე, ქართული რუხი ფუტკარი მრავალი ჯიშის სამკურნალო ყვავილების (შავბალახა, სამყურა, ველური ესპარცეტი, სალბი და სხვ.) მტვერს მცენარის სიღრმიდან აგროვებს რაც თაფლს 750 სახეობის სასარგებლო მიკროელემენტითა და ამინომჟავებით ამდიდრებს. თაფლი არ შეიცავს: შაქარსა და სიროფს, ხელოვნურ დანამატებსა და კონსერვანტებს, არ არის პასტერიზებული.