პასტა მხოლოდ ნუშის ინგრედიენტით მცენარეული ცილების მდიდარი წყაროა. არ შეიცავს გლუტენს, ქოლესტეროლს, ტრანსცხიმებს, არომატიზატორებსა და ესენციებს. უდაბნოს ნუშის პლანტაციები ნიადაგის ეკოსისტემაში ჩარევის გარეზე იზრდება: პესტიციდების და სასუქების გარეშე. ნუშის მოყვანის, მოპოვების, გადამუშავებისა და შეფუთვის ყველა ეტაპი გარემოზე უხეში ზემოქმედების გარეშე სრულდება.
გამოყენება: პასტა მულტიფუნქციურია და კულინარიაში მრავალი სახით გამოიყენება. სპრედის სახით სასაუზმე სენდვიჩებსა და დესერტზე. სალათებზე და სხვადასხვა ტკბილ სასმელებში გასაზავებლად. ნუშის პასტაზე ამზადებენ ნაყინს, ნამცხვრებსა და ალადებს; მოიხმარენ „სმუზი“-ის ტიპის ჯანსაღ სასმელში ხილთან და რძის პროდუქტთან ერთად.
595 კკალ
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას და მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ ორი კვირის განმავლობაში.