ცივი დაწურვის, არარაფინირებული, K ვიტამინით მდიდარი ნუშის ზეთი სრულად ეკოლოგიური წარმოების, სუფთა პროდუქტია უდაბნოს ფერმიდან. ზეთი არ შეიცავს: ქოლესტერინს, ტრანსცხიმებს, არომატიზატორებს, გლუტენს, შაქარსა და ხელოვნურ დანამატებს. უდაბნოს ნუშის პლანტაციები ნიადაგის ეკოსისტემაში ჩარევის გარეზე იზრდება: პესტიციდების, სასუქების გარეშე. ნუშის მოყვანის, მოპოვების, გადამუშავებისა და შეფუთვის ყველა ეტაპი გარემოზე უხეში ზემოქმედების გარეშე სრულდება. გამოყენება: ყველა სახის ცივი და ცხელი კერძების, საკონდიტრო ნაწარმის მომზადება. გამოიყენება სალათების დამზადების დროს. ნუშის ზეთს ხშირად იყენებენ კოსმეტიკურადაც, კანისა და თმის ჯანმრთელობისათვის.
899 კკალ
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში