Kevin Levrone - Gold BCAA 2:1:1 შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს განშტოებული ჯაჭვებით: L- ლეიცინი, L-ვაილინი და L-იზოლეიცინი. BCAA ძალზე სწრაფად აღწევს სისხლში, შემდეგ კი კუნთებში, სადაც აჩქარებს ცილების სინთეზს და ხელსაყრელ გავლენას ახდენს კუნთოვანი ბოჭკოების ზრდასა და რეგენერაციაზე. პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალი და დამწყები სპორტსმენებისათვის და უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანებისათვის. მისი მიღება რეკომენდირებულია ყოველდღიურად. პროდუქტი ასევე შეიცავს ამინომჟავა - L-გლუტამინს. გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბევრ ასპექტზე გააჩნია გავლენა და წარმოადგენს ცილის სამშენებლო ბლოკს. ვარჯიშის პირობებში, იგი გვეხმარება აღდგენაში და ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში. ამას გარდა, L-გლუტამინი მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს ძლიერი იმუნური სისტემის არსებობას. Gold BCAA 2:1:1 ასევე შეიცავს ციტრულინ მალატს. ციტრულინი არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში. იგი იწვევს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი), რომელიც განაპირობებს კუნთში უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის შეტანას და მის ეფექტურ ზრდას. პროდუქტის ხარისხს აძლიერებს დამატებული ელექტროლიტები, C და ბ-ჯგუფის ვიტამინები. ელექტროლიტების ბალანსი ზეგავლენას ახდენს კუნთების ფუნქციონირებაზე და წყლის დადებითი ბალანსის (ჰიდრატაციის) შენარჩუნებაზე ორგანიზმში. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებაში, PH დადებითი ბალანსის შენარჩუნებაში და ხელს უწყობენ ნერვების, კუნთების, გულის და ტვინის ფუნქციონირებას. Kevin Levrone - Gold BCAA 2:1:1 - ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: - აძლიერებს ფამფს - აძლიერებს ცილის სინთეზს - უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას - ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში - ვარჯიშის დროს იცავს კუნთებს კატაბოლიზმისაგან - დამატებული აქვს ელექტროლიტები და ვიტამინები - აბალანსებს სხეულის ჰიდრატაციას და PH მაღალ დონეს - არ შეიცავს ნახშირწყალს, შაქარსა და კალორიებს