Kevin Levrone - Levro Crea აერთიანებს კრეატინის 4 ფორმას: tri-creatine malate, creatine monohydrate, magnesium-creatine chelate, creatine hydrocloride. საკვები დანამატებიდან კრეატინი ყველაზე მეტად შესწავლილი დანამატია. მასზე 200-ზე მეტი კვლევაა ჩატარებული და ყველა კვლევა ადასტურებს მის ეფექტურობას და უსაფრთხოებას. კვლევების შედეგად მიღებულია კრეატინის 20-ზე მეტი ფორმა (დასახელება), ამ ოციდან ზოგი მეტად ეფექტურია სპორტული მიზნებისთვის, ზოგი ნაკლებად. Kevin Levrone - Levro Crea - ში გაერთიანებულია კვლევებით დადასტურებული 4 ყველაზე ეფექტური ფორმა. tri-creatine malate - მალატი არის მჟავა, რომელიც მონაწილეობს აერობული ენერგის წარმოქმნაში. ტრი-კრეატინი ნიშნავს კრეატინის 3 მოლეკულას, რომელიც დაწყვილებულია მალატის 1 მოლეკულასთან. კრეტაინის ეს ფორმა გამოირჩევა წყალში კარგი ხსნადობით და ორგანიზმის მიერ მაღალი ათვისებადობით. სპორტული შედეგის მხრივ, მისი ეფექტურობა დამტკიცებულია კვლევებით და მიჩნეულია ერთ-ერთ გამორჩეულ ფორმად კრეატინებში. creatine monohydrate - ყველაზე მეტი კვლევა სწორედ კრეატინის ამ ფორმაზეა ჩატარებული და მიიჩნევა რომ ბოდიბილდინგისთვის ყველაზე ეფექტური კრეატინია. გარდა იმისა რომ მატებს ძალას და მშრალ კუნთოვან მასას, იგი ასევე აკავებს წყალს კუნთებში, რაც იწვევს კუნთების მოცულობის ზრდას და ქმნის ვიზუალურ ეფექტს. კუნთებში წყლის შეკავება კარგია ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის და წყლის ბალანსის შესანარუნებლად. magnesium-creatine chelate - ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კრეატინ მონოჰიდრატი განსაკუთრებით ეფექტურია მაგნიუმთან ერთად. ამ კომბინაციამ გაზარდა კრეატინის ათვისების ხარისხი, არ გამოიწვია კუჭის გაღიზიანება (რაც იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებს მხოლოდ მონოჰიდრატის ფორმას) და სულ რაღაც 14 დღეში გააუმჯობესა ძალოვანი მაჩვენებელი. ამიტომ მკვლევარებმა კრეატინ მონოჰიდრატი დააწყვილეს მაგნიუმთან და შექმნეს კრეატინის ახალი ფორმა, რომელიც დააპატენტეს შემდეგი სახელით - magnesium-creatine chelate. creatine hydrochloride - ჰიდროქლორიდი არის მარილიმჟავა ორგანული ფუძით, მას გააჩნია მაღალი სტაბილურობა და საუკეთესო ხსნადობა, ამიტომ სხვადასხვა წამლებში და დანამატებში გამოიყენება როგორც გამხსნელი, რათა გაზარდოს პროდუქტის ბიო-შეღწევადობა. სწორედ ამ მიზნით, კრეატინის მოლეკულა დაწყვილებულია ჰიდროქლორიდის მჟავასთან, რაც ზრდის მისი შეწოვის უნარს. შესაბამისად მონოჰიდრატისგან განსხვავებით, ჰიდროქლორიდის კრეატინის დაბალი დოზებით გამოყენებას საკმარისია საუკეთესო შედეგის მისაღებად. გარდა ამისა, კრეატინის ამ ფორმას არ ახასიათებშ ორგანიზმში წყლის შეკავება. Kevin Levrone - Levro Crea - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: კრეატინის მაქსიმალური ეფექტურობა და ათვისება ზრდის ძალას და გამძლეობას მატებს მშრალ კუნთოვან მასას აძლიერებს ATP წარმოებას და კუნთების სინთეზს სწრაფად ათვისებადი მულტიკრეატინის ნაზავი მხოლოდ კლინიკურად გამოკვლეული ინგრედიენტები აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს