Kevin Levrone - LevroArmour AM PM Formula არის ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტების, მცენარეული ექსტრატქებისა და ფერმენტების კომპლექსია, რომლიც განკუთვნილია ფიზიკურად აქტიური მამაკაცებისთვის. ვიტამინების და მინერალების კომპლექსი არის უმნიშვნელოვანესი დანამატი, რადგანაც მათი დანაკლისი დღევანდელ ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა, დაუბალანსებელი კვებიდან და ცხოვრების ქაოტური რეჟიმიდან გამომდინარე. ამ დანაკლისს ფიზიკურად აქტიური ადამიანები უფრო განიცდიან, რადგანაც მათი ორგანიზმი უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარს ვიტამინებს და მინერალებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დანაკლისის პერიოდული შევსებაა საჭირო, რათა ორგანიზმმა სწორად იფუნქციონიროს და რაც მთავარი განვითარებაში ხელი არ შეეშალოს. მულტივიტამინური კომპლექსი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დროს და მის შემდეგ, ნერვულ სისტემას, ასევე კუნთების სწორ ფუნქციონირებას და შემაერთებელი ქსოვილის ნორმალურ ფორმირებას. ისინი მონაწილეობენ მეტაბოლიზმში, ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ქიმიურ პროცესში და არეგულირებენ ჰორმონთა ცვლას. Kevin Levrone - LevroArmour AM PM Formula სხვა მულტივიტამინების კომპლექსებისგან სრულიად გამორჩეული პროდუქტია. იგი შეიცავს 50-ზე მეტ კომპონენტს და მათი მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე ისინი დახარისხებულია დღის (AM Formula ) და ღამის ( PM Formula ) ჯგუფებად. AM ფორმულა შეიცავს ისეთ ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეული ექსტრაქტებს, რომელთა მირება რეკომენდებულია დილით, დღის პირველ ნახევარში, რათა ისინი გავლენას ახდენე ორგანიზმის გამოფხიზლებაზე, ენერგიით მომარაგებაზე, ააქტიურებენ ფერმენტებს და აქტიურ მდგომარეობაშ მოყავთ ორგანიზმი. PM ფორმულაში კი თავმოყრილია ისეთი ვიტამინები და მინერალები, რომლებიც გვეხმარებიან სხეულის მოდუნებაში, ადვილად და ღრმად ჩაძინებაში, რაც თავის მხრივ არის აუცილებელი პირობა კუნთოვანი და ნერვული სისტემის სრულყოფილი აღდგენისათვის. Kevin Levrone - LevroArmour AM PM Formula - ის თვისებები და მახასიათებლები: - აძლიერებს იმუნურ სისტემას; - შეიცავს 50+ ვიტამინებსა და მინერალებს; - მატებს ძალას და ენერგიას; - ხელს უწყობს კუნთის ზრდას - აუმჯობესებს მხედველობას - კვებავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას - აძლიერებს ძვლოვან სისტემას - ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას; - არეგულირებს მეტაბოლიზმს - გაყოფილია დღის და ღამის კომპლექსებად - იდეალურია სრულყოფილი აღდგენისათვის