Musclemeds - ერთერთი გამორჩეული ამერიკული ბრენდია, რომელიც დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, სამედინცინო კვლევების შედეგად რეკომენდირებულ ფორმულებსა და ფორმებს იყენებს წარმოებაში. მისი ყველა პროდუქტი იქმნება ადამიანის ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით და სწორედ ამიტომ ახასიათებს უმაღლესი ეფექტურობა. გამონაკლისი არც მისი Nitrolift Pre-Workout-ია.
L-Citruline და L-Arginine (1:1) - როგორც კვლევები აჩვენებს, ციტრულინისა და არჯინინის კომბანაცია 1:1 შეფარდებით გაცილებით უფრო ეფექტურია ვიდრე ცალკე არებული ეს ამინომჟავები, თუნდაც გაორმაგებული დოზით. ამიტომ Nitrolift Pre-Workout-ში გამოყენებულია ეს ფორმულა, რომელიც მონაწილეობს ცილისა და კრეატინის სინთეზში, აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას და ზრდის მასში ჟანგბადის მიწოდებას. ვარჯიშის წინ მისი მიღება ზრდის ფამფის ეფექტს, გამძლეობას და ძალას. იდეალურია კუნთოვანი მასის მატებისთვის.
Creatine Monohydrate არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
Beta Alanine იძლევა ძალას და ენერგიას. იგი მნიშვნელოვნად ზრის ვარჯიშის ეფექტურობასა და სავარჯიშო წონების მოცულობას. ბეტა-ალანინი წარმოადგენს კარნოზინის სინთეზისთვის საჭირო მთავარ ნივთიერებას, რომლიც ანტიოქსიდანტურ თვისებებს ავლენს და მძიმე ვარჯიშის პირობებში, იცავს კუნთის უჯრედებს დაშლისგან.
Betaine Anhydrous - არის ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ქოლინისაგან (მიეკუთვნება ბ-ჯგუფის ვიტამინების კატეგორიას) და მონაწილეობს ღვიძლის მუშაობაში. იგი მნიშნელოვან როლს თამაშობის ორგანიზმში კრეატინისა და ცილის სინთეზში. სწორედ ამიტომ დადებითად მოქმედებს კუნთის ზრდაზე, გულის მუშაობაზე და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისა და გამძლეობის გაუმჯობესებაზე.
Electrolyte Complex - როცა საქმე ხანგრძლივ და ოფლისმღვრელლ ვარჯიშს ეხება, მთავარი ფაქტორი, რომ ტრამვების მიღებისგან დაიცვათ თავი არის საჭირო დოზით ელექტროლიტების მიღება. ელექტროლიტები ოფლთან ერთად გამოდიან ორგანიზმიდან და მათი დეფიციტი იწვევს კუთის გაუხეშებას, მოქნილობის შემცირებას, რაც ხდება მთავარი მიზეზი კუნთების სპაზმისა და დაჭიმულობისა. 1800 მგ ელექტოლიტების კომპლექსი კი სრულიად საკმარისი დოზაა ვარჯიშის წინ, რაც აგარიდებთ ტრამვიანობას და გაზრდის თქვენს რესურსს და გამძლეობას ვარჯიშის დროს.
Caffein Anhydrous - კოფეინის ეს ფორმა ხასიათდება სწრაფი მოქმედებით. მიღებიდან რამდნეიმე წუთში უკვე დგება მისი ეფექტი, კერძოდ, ის ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აძლიერებს სისხლის მიწოდებას ტვინში და ზრდის ტვინის ფუნქცია-შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ აისახება ორაგნიზმის პროდუქტიულობასა და ენერგო-მაჩვენებელზე.
DMAE (Dimethylaminoethanol) არის ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ტვინში. ის ხშირად გამოიყენება საკვებ დანამატებში, როგორც ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებისა და გონებრივი სიფხიზლის გასაძლიერებლად.
Grape Seed Extract ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც მნიშვნელოვანია კუნთების უკეთესი ჟანგბადითა და საკვებით მომარაგებისთვის.
elevATP® არის ერთ-ერთი ინოვაციური დანამატი, რომელიც გამოიყენება სპორტულ დანამატებში, რათა გაზარდოს ენერგიის წარმოება (ATP). ის დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან, როგორიცაა: უძველესი ორგანული ტორფისა და ვაშლის ექსტრაქტი.
Mucuna pruriens - არის მუხუდოს ფოთოლი, რომელიც შეიცავს L-DOPA-ს (დოფამინის პრეკურსორი), რომელიც აყალიბებს ენერგიასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ პროცესებს და ააქტიურებს მტაცებლობით განწყობას, რაც ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობის დროს ენერგიისა და სპორტული აგრესიის დონის მატებას.
BioPerine® (black pepper fruit extract) - ეს ნივთიერება გვხვდება შავი წიწაკის გარე გარსში. აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, ააქტიურებს ცხიმის წვას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას.
Musclemeds - Nitrolift Pre-Workout - მახასიათებლები და თვისებები:
– ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას
– აძლიერებს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი)
– ზრდის კუნთებსა და ვენებს მოცულობაში
– ზრდის ძალას და გამძლეობას
– ხელს უწყობს ცხიმის წვას და ენერგიად გამოყენებას
– ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას
– ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსიკური ამიაკისგან
– აძლიერებს ერექციას და სექსუალური დისფუნქციის პრევენციას
– აუმჯობესებს კონცენტრაციას და ტვინის ფუნქციებს