L-ტრიპტოფანი არის ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ცილების შესაქმნელად და მონაწილეობს ორგანიზმში მიმიდნარე უამრავ პროცესში. სხეული იყენებს ტრიპტოფანს მელატონინისა და სეროტონინის წარმოქმნაში. მელატონინი ხელს უწყობს ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულირებას. სეროტონინი ხელს უწყობს მადის, ძილის, განწყობისა და ტკივილის რეგულირებას. ღვიძლს ასევე შეუძლია გამოიყენოს ტრიპტოფანი ნიაცინის (ვიტამინი B3) გამოსამუშავებლად, რომელიც საჭიროა ენერგიის მეტაბოლიზმისა და დნმ-ის წარმოებისთვის. L-ტრიპტოფანი ასევე ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს მენტალურ სიჯანსაღეს ნერვიულობისა და დაძაბულობის პირობებში. real pharm - Tryptophan-ის თვისებები და მახასიათებლები: ხელს უწყობს ძილის ციკლების მოწესრიგებას აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას ამცირებს სტრესს და დეპრესიას ზრდოს გონების შესაძლებლობებს დადებითად მოქმედებს ღვიძლის მუშაობაზე