კრეატინი არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი. Ronnie Coleman - Creatine XS - შეუძლია სწრაფად გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი ადენოზინტრიფოსფატის (ATP) რესინთეზისათვის. ATP არის ადამიანის ენერგიის ძირითადი წყარო. მიღებული კრეატინ მონოჰიდრატი, კუნთებში გარდაიქმნება მოლეკულად, სახელად ფოსფოკრეატინი, რომელიც წარმოადგენს ATP-ის რესინთეზის მთავარ წყაროს. ATP- ის მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო რთულ ვარჯიშის შესრულებას და ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფ აღდგენას. კრეატინის კიდევ ერთი დადებითი თვისება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება უჯრედების მოცულობის გაზრდა. კრეატინის მონოჰიდრატი წყალს კუნთოვანი უჯრედის შიგნით აგროვებს, რაც ეფექტურად ზრდის კუნთის მოცულობას. რატომ არის კუნთოვანი უჯრედის მოცულობა მნიშვნელოვანი? კვლევის თანახმად, უჯრედული ჰიდრატაცია და უჯრედების მოცულობის გაზრდა ხელს უშლის ცილების დაშლას და ასტიმულირებს ცილების სინთეზს. თქვენი კუნთების კრეატინით გაჯერებით, შეგიძლიათ გაზარდოთ უჯრედშიდა სითხე, შედეგად კი მიიღოთ უფრო დიდი კუნთი და მომატებული წონა. Ronnie Coleman - Creatine XS დამზადებულია ამერიკაში. Ronnie Coleman - Creatine XS-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: – მატებს ძალას და ენერგიას – მატებს წონას და კუნთოვან მასას – ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს – ასტიმულირებს ცილის სინთეზს – აძლიერებს ATP-ს რესინთეზს – ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას – არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყალსა და შაქარს – დამზადებულია ამერიკაში – არის 400 პორცია. საშუალოდ 6 თვის დოზა