Vitamin Power არის პირველი, ქართული საკვები დანამატების მწარმოებელი ბრენდი.
Vitamin Power – L-arginine არის ფხვნილის სახით წარმოდგენილი საკვები დანამატი, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
იგი შეიცავს ბუნებრივ ამინომჟავას – L- არგინინს, რომელიც არის ენდოგენური ამინომჟავა. იგი მონაწილეობს აზოტის ოქსიდის (NO) სინთეზში ძალიან მაღალი ბიოლოგიური აქტივობით.
L-არგინინი ასტიმულირებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და ზრდის მათ მოქნილობას. ინტენსიური ვარჯიშის დროს, გაფართოებული სისხლძარღვებით, კუნთს მეტი სისხლი და შესაბამისად მეტი საკვები ნივთიერებები მიეწოდება. ამას გარდა, პროდუქტი კარგია არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და ზრდის იმუნიტეტს.
პროდუქტი წარმოდგენილია, სუფთა სახით (არომატის გარეშე) და ახასიათებს სპეციფიკური გემო და სუნი.
Vitamin Power-ის ყველა პროდუქტი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას ამერიკაში.