L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას. L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაღალი წონებით ვარჯიშის და გამძლეობის ვარჯიშებიდან დაწყებული, აერობული ვარჯიშებით ან გუნდური თამაშებით დასრულებული. Vitamin Power - L-Carnitine 4000 შეიცავს მაქსიმალურ შდოზას 1 პორციაზე 4000 მგ, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ეფექტურობას. Vitamin Power - L-Carnitine 4000 - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: - ამცირებს მადას - აჩქარებს მეტაბოლიზმს - უზრუნველყოფს წონაში კლებას - ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს - გააჩნია ლიპოტროპული ეფექტი - მატებს ენერგიასა და გამძლეობას - დადებითად მოქმედებს ტვინზე - აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას - არის ძლიერი ანტიოქსიდანტი - არ შეიცავს ცხიმს, ნახშირწყალსა და შაქარს