Applied Nutrition - Beef-XP არის უმაღლესი ხარისხის ხორცის ცილა. პროდუქტი მზადდება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხორცისაგან, 100%-იანი ჰიდროლიზების ტექნოლოგიით. შედეგად იგი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 27 გრამ ცილას, 0,5 გრამ ცხიმს, 0,6 გრამ ნახშირწყალს და სულ რაღაც 114 კალორიას. ჰიდროლიზების საშუალებით პროდუქტი გაფილტრულია მაქსიმალურად, თითქმის სრულად აქვს მოშორებული ქოლესტერინი და გაუმჯობესებულია მისი შეწოვისა და ათვისების უნარი. საქონლის ხორცის ცილა შეიცავს ამინომჟავების სრულყოფილ პროფილს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეუცვლელი ამინომჟავები (EAA), რომელთა სინთეზირებაც ვერ ხერხდება ორგანიზმში და მას მხოლოდ გარედან ვიღებთ, საკვების ან საკვები დანამატების სახით. თავისი უნიკალური შემადგენლობის საშუალებით, Beef-XP უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის მატებას და ვარჯიშის შემდგომი დაღლილობისა და კუნთების ტკივილის შემცირებას. პროდუქტის მიღება რეკომენდირებულია მათთვის, ვინც ცდილობს გაზარდოს ცილის ყოველდღიური მიღება და განსაკუთრებით მათთვის, ვინც თავს არიდებს ლაქტოზას და რძის პროდუქტებს და ეძებს ცილის ალტერნატიულ წყაროს. Applied Nutrition - Beef-XP-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: - უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის მატებას - ამცირებს დაღლილობას და ტკივილს ვარჯიშის შემდგომ - ააქტიურებს ანაბოლიზმს - ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს - მატებს ძალას და გამძლეობას - შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს - არის 100% ჰიდროლიზებული - მინიმალური რაოდენობით შეიცავს ცხიმს, ნახშირწყალსა და შაქარს - არ შეიცავს ქოლესტერინს - არ შეიცავს რძესა და ლაქტოზას - აქვს კარგი ხსნადობა - არის Halal სერთიფიცირებული