ტესტოსტერონი მთავარი მამაკაცური ჰორმონია, რომელიც ძირითადად ძილის დროს გამოიყოფა, ასევე მძიმე ფიზიკური ვარჯიშის დროს. ჩვენს ორგანიზმში მისი დონე მაქსიმუმს აღწევს დილის 7-8 საათისკენ, ხოლო საღამოს 7-8 საათისთვის მინიმუმამდე ჩამოდის. სწორედ ეს ბუნებრივი ციკლი გაითვალისწინეს Kevin Levrone-ის ბრენდში და შექმნეს მართლაც უნიკალური პროდუქტი LevroTest AM PM Formula. სხვა ტესტო-ბუსტერებისგან განსხვავებით, მას უნიკალურს ხდის ორგანიზმის საჭიროებიდან გამომდინარე მისი დღისა და ღამის ფაზებზე გადანაწილებული კომპონენტები. LevroTest AM Formula (დილის ფორმულა) გვეხმარება მაქსიმალურად დიდხანს და მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ტესტოსტერონი დღის მანძილზე. იგი შეიცავს ისეთი კომპონენტებს როგორიცაა: D-Aspartic acid - არის ბუნებრივი ამინომჟავა, რომელიც ახდენს სათესლე ჯირკვლების სტიმულაციას - გამოიმუშავონ უფრო მეტი ტესტოსტერონი. კვლევებმა aჩვენა რომ, ის მამაკაცები, ვინც იღებდა ამ ამინომჟავას, დღის განმავლობაში 42%-ით უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებდნენ ტესტოსტერონს, ვიდრე ის ჯგუფი, რომელიც მას არ მოიხმარდა. Rhodiola rosea root extract - აქვს ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტური თვისება. იგი იცავს უჯრედებს სტრესისგან და ეხმარება ტესოსტერონის დონის შენარჩუნებაში. Resveratrol - ბლოკავს ესტროგენს და ხელს უშლის ტესტოსტერონის შემცირებას. B6, B12 და B9 (ფოლიუმის მჟავა) ვიტამინები - მონაწილეობენ უჯრედული ენერგიის მეტაბოლიზმში და სტეროდიული ჰორმონების, განსაკუთრებით ტესტოსტერონის სინთეზში. ამცირებენ ესტროგენის დონეს. LevroTest PM Formula (ღამის ფორმულა) კი შეიცავს ისეთ საჭირო ექსტრაქტებსა და მინერალებს, რომლებიც მონაწილეობენ ტესტოსტერონის წარმოქმნაში: Fenugreek seed extract - კვლევებმა აჩვენა რომ, 12 კვირის განმავლობაში, დღიურად 500 მგ ფენგრიკის გამოყენებამ გაზარდა ტესოსტერონი 46-90%-ით. გარდა ამისა, იგი ამცირებს დეჰიდროტესტოსტერონის დონეს, ეს არის ჰორმონი, რომლის მატებაც იწვევს თმის ცვენას მამაკაცებში. Tribulus terrestris - ზრდის თავისუფალი ტესტოსტერონის დონეს. აძლიერებს ლიბიდოს და აღმოფხვრის ერექციულ დისფუნქციას. მატებს ენერგიას და მოტივაციას. Zinc, Magnesium, Vitamin B6 (ZMA) - აწესრიგებს ძილს. რაც უფრო ღრმად გძინავთ, მით უფრო მეტ ტესტოსტერონს გამოიმუშავებს ორგანიზმი. მაგნიუმი ამშვიდებს ორგანიზმს და აღადგენს კუნთებს. Zinc - მონაწილეობს ტესოსტერონის წარმოქმნაში და სპერის ხარისხის გაუმჯობესებაში. სარგებელი რომელსაც გვაძლევს LevroTest AM PM Formula-ის გამოყენება: - მატებს ტესტოსტერონს - აუმოჯბესებს სექსუალურ ფუნქციებს - მატებს კუნთოვან მასას (ვარჯიშის შემთხვევაში) - ამცირებს დაღლილობას და მატებს ენერგიას - აწესრიგებს ძილს და ნერვულ სისტემას - ამცირებს ქოლესტერინსა და ცხიმს - მატებს მოტივაციას და თავდაჯერებას