Musclemeds - ერთერთი გამორჩეული ამერიკული ბრენდია, რომელიც დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, სამედინცინო კვლევების შედეგად რეკომენდირებულ ფორმულებსა და ფორმებს იყენებს წარმოებაში. მისი ყველა პროდუქტი იქმნება ადამიანის ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით და სწორედ ამიტომ ახასიათებს უმაღლესი ეფექტურობა.
Musclemeds-ის მეცნიერებმა, საკვებ დანამატებზე ჩატარებული კვლევების შედეგად, შექმნეს DecaDrive ტექნოლოგია. ეს ინოვაციური ფორმულა იყენებს ფარმაცევტულ ნაერთებს PEG და Decanoate, რომლებიც აუმჯობესებენ ნაწლავებიდან საკვები ნივთიერებების შეწოვის ხარისხს. ამიტომ Creatine Decanate გამოირჩევა თავისი ხარისხითა და უმაღლესი ბიოათვისებადობით, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება კრეატინის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.
კრეატინი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ იმისათვის, რომ უზრუნველყოს კუნთები ენერგიით. კრეატინის გამომუშავება ხდება ღვიძლში, პანკრეასში და თირკმელებში, შემდეგ ტრანსპორტირდება სისხლძარღვებში და სხეულის კუნთებში. ვარჯიშის დროს ენერგიის (ATP) წარმოებისთვის ორგანიზმი იყენებს კრეატინს როგორც ენერგიის წყაროს, ამიტომ მისი მიღება სპორტსმენებისთვის კრიტიკულად მნიშნელოვანია.
კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. მატებს ძალას, გამძლეობას და ასტიმულირებს მშრალი კუნთოვანი ქსოვილის ზრდას.
Musclemeds - Creatine Decanate - ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის გამძლეობას
– მატებს ძალას და ენერგიას
– მატებს წონას და კუნთოვან მასას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– ასტიმულირებს ცილის სინთეზს
– აძლიერებს ATP-ს რესინთეზს
– ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას
– დამზადებულია DecaDrive ტექნოლოგიით
– აქვს ყველაზე მაღალი ბიო-ათვისებადობა