Animal Creatine Chews არის კრეატინ მონოჰიდრატი უგემრიელესი საღეჭი აბების სახით. კრეატინი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ იმისათვის, რომ უზრუნველყოს კუნთები ენერგიით. კრეატინის გამომუშავება ხდება ღვიძლში, პანკრეასში და თირკმელებში, შემდეგ ტრანსპორტირდება სისხლძარღვებში და სხეულის კუნთებში, სადაც გარდაიქმნება ფოსფოკრეატინად. ეს მაღალსიჩქარიანი მეტაბოლიტი შემდგომში გამოიყენება კუნთების რეგენერციისთვის, რაც კუნთების ენერგიის წყაროა.
კვლევების თანახმად, კრეატინს შეუძლია გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი - სწრაფად აღიდგინოს დახარჯული ენერგია (ATP). ეს კი დაგეხმარებათ უფრო მაღალი წონების აწევაში, გაგიუმჯობესდებათ გამძლეობა და ამასთანავე ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფი აღდგენა გექნებათ.
Animal Creatine Chews დამატებული აქვს AstraGin® - ექსტრაქტი, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას და გვეხმარება ყველა სხვა კომპონენტის ათვისებასა და შეწოვაში.
Universal Nutrition - Animal Creatine Chews-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის გამძლეობას
– მატებს ძალას და ენერგიას
– მატებს წონას და კუნთოვან მასას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– ასტიმულირებს ცილის სინთეზს
– აძლიერებს ATP-ს რესინთეზს
– ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას
– დამზადებულია ამერიკაში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ ერთი პორცია ( 4 აბი) ყოველდღიურად. ვარჯიშის დღეებში მიიღეთ ერთი პორცია ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ ერთი პორცია დილით.
გაფრთხილებები
პროდუქტი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. ამ პროდუქტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. დამზადებულია GMP ხარისხის დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს რძეს, სოიოს, კვერცხს, არაქისის, ხის თხილს, თევზს, მოლუსკს, ხორბალს.